Support
 
Support Get Quote
 
 
 
 

 

IT შესაბამისობისა და ჟურნალის მართვის პროგრამული უზრუნველყოფა SIEM-ისთვის

ManageEngine EventLog Analyzer წარმოადგენს უსაფრთხოების ინფორმაციისა და მოვლენების მართვის (SIEM) უნივერსალურ გადაწყვეტილებას, რომელიც შემდეგ შესაძლებლობებს გთავაზობთ: ჟურნალის მართვის ავტომატიზაცია, ჟურნალების შეგროვება, ანალიზი, მოვლენათა კორელირება, ფაილის მთლიანობის მონიტორინგი, ჟურნალებში ძიება და დაარქივება – შესაბამისობისა და SIEM საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ერთი კონსოლიდან.

EventLog Analyzer ეხმარება უსაფრთხოების ადმინისტრატორებს შემდეგ სფეროებში:

  • მოვლენათა კორელირება რეალურ დროში

    EventLog Analyzer-ის კორელირების ძლიერი სისტემა ეფექტურად ახდენს თავდასხმების განსაზღვრული შაბლონების იდენტიფიცირებას თქვენს ჟურნალებში. მისი კორელირების მოდული გთავაზობთ 20+ წინასწარ განსაზღვრულ კორელირების წესს, რომელიც გეხმარებათ პოტენციური საფრთხეების აღმოჩენაში, ასევე ადვილად გამოსაყენებელ წესების განსაზღვრის ხელსაწყოს, რომელიც უზრუნველყოფს ქსელური ქმედებების კატეგორიზებულ სიას, რომელშიც შეგიძლიათ დაალაგოთ ელემენტები სასურველი თანმიმდევრობით გადათრევისა და დაგდების ფუნქციის მეშვეობით.

    EventLog Analyzer ასევე უზრუნველყოფს დეტალურ ანგარიშებს თავდასხმის თითოეული შაბლონისთვის, ყველა აღმოჩენილი თავდასხმის მიმოხილვით ანგარიშს და ქრონიკას, რომელიც ასახავს ჟურნალების ქრონოლოგიურ თანმიმდევრობას თავდასხმის თითოეული იდენტიფიცირებული შაბლონისთვის.

    შესაბამისობის ანგარიშები

    EventLog Analyzer-ში შესაძლებელია წინასწარ განსაზღვრული შესაბამისობის ანგარიშების გენერირება, როგორიცაა PCI DSS, FISMA, GLBA, SOX, HIPAA, ISO 27001, GDPR და ა.შ., ქსელის მონაცემების რეალური დროის რეჟიმში მონიტორინგის გზით. გადაწყვეტილება ეხმარება ორგანიზაციებს ჟურნალის მონაცემების შენახვაში არჩეული პერიოდის განმავლობაში. ჟურნალის მონაცემების დაარქივება მოქნილი პერიოდისთვის ადმინისტრატორებს საშუალებას აძლევს, ჩაატარონ საექსპერტიზო ანალიზი და დააკმაყოფილონ ნორმებთან შესაბამისობის აუდიტის მოთხოვნები.

    ჟურნალების უნივერსალური კოლექცია

    EventLog Analyzer აგროვებს ჟურნალებს სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის Windows სერვერებიდან და სამუშაო სადგურებიდან, Linux და Unix სისტემებიდან, ქსელური მოწყობილობებიდან, პროგრამებიდან, საფრთხეების გაანალიზების გადაწყვეტილებებიდან და სისუსტეების სკანერებიდან. გარდა ამისა, EventLog Analyzer-ის ინდივიდუალური ჟურნალის ანალიზატორი ახდენს ჟურნალის მონაცემების გაშიფვრას წყაროსა და ჟურნალის ფორმატის მიუხედავად.

  • ფაილის მთლიანობის მონიტორინგი

    EventLog Analyzer აღრიცხავს ყველა ცვლილებას და გიგზავნით გაფრთხილებებს რეალურ დროში ფაილებისა და საქაღალდეების შექმნის, გახსნის, დათვალიერების, წაშლის, შეცვლის დროს და მათი სახელების შეცვლისას. შეგიძლიათ მიიღოთ სრული აუდიტის ანგარიში, რომელიც შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ, როდის, სად და კონკრეტულად რა ცვლილებები შეიტანა ფაილებსა და საქაღალდეებში.

    ჟურნალის ექსპერტიზა

    შეგროვებული ჟურნალები ავტომატურად იშიფრება, თარიღდება და არქივდება ცენტრალიზებულ საცავში. EventLog Analyzer საშუალებას გაძლევთ, დეტალურ მწკრივებად ასახოთ ჟურნალის მონაცემები და ჩაატაროთ ძირითადი მიზეზის ანალიზი ჟურნალის იმ კონკრეტული ჩანაწერის მოსაძებნად, რომელმაც გამოიწვია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტი.

    გაფრთხილებები რეალურ დროში

    EventLog Analyzer-ში 500+ წინასწარ განსაზღვრული გაფრთხილება არსებობს, რომელთაგან შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი და, შესაბამისად, გაზარდოთ ფუნქციონალობის ეფექტურობა გაფრთხილების პროფილების ხელით დაყენების საჭიროების გარეშე. შეგიძლიათ რეალურ დროში მიიღოთ გაფრთხილებები SMS-ით და ელფოსტით ქსელის ნებისმიერი ანომალიის წარმოქმნისას. გარდა ამისა, გაფრთხილების მექანიზმი მოიცავს ინდივიდუალური სკრიპტის გაშვებას გაფრთხილების გააქტიურებისას.

EventLog Analyzer Trusted By

Los Alamos National Bank Michigan State University
Panasonic Comcast
Oklahoma State University IBM
Accenture Bank of America
Infosys
Ernst Young

Customer Speaks

  • Credit Union of Denver has been using EventLog Analyzer for more than four years for our internal user activity monitoring. EventLog Analyzer provides great value as a network forensic tool and for regulatory due diligence. This product can rapidly be scaled to meet our dynamic business needs.
    Benjamin Shumaker
    Vice President of IT / ISO
    Credit Union of Denver
  • The best thing, I like about the application, is the well structured GUI and the automated reports. This is a great help for network engineers to monitor all the devices in a single dashboard. The canned reports are a clever piece of work.
    Joseph Graziano, MCSE CCA VCP
    Senior Network Engineer
    Citadel
  • EventLog Analyzer has been a good event log reporting and alerting solution for our information technology needs. It minimizes the amount of time we spent on filtering through event logs and provides almost near real-time notification of administratively defined alerts.
    Joseph E. Veretto
    Operations Review Specialist
    Office of Information System
    Florida Department of Transportation
  • Windows Event logs and device Syslogs are a real time synopsis of what is happening on a computer or network. EventLog Analyzer is an economical, functional and easy-to-utilize tool that allows me to know what is going on in the network by pushing alerts and reports, both in real time and scheduled. It is a premium software Intrusion Detection System application.
    Jim Lloyd
    Information Systems Manager
    First Mountain Bank

Awards and Recognitions

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •